29 წლის ქართველი კაცი პოლონეთში ტყის სიახლოვეს გაჩერებულ მანქანას შეასკდა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა - მძღოლი მთვრალი აღმოჩნდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა პოლონეთში. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, 29 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც BMW მარკის ავტომობილს მართავდა გაჩერებულ მანქანას დაეჯახა.
მედიის ცნობითვე, ქართველი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა იგი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. როგორც გაირკვა, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევა 13 მაისს მოხდა.
პრაიმტაიმი