„კაცს, რომელსაც შვილი მძიმე დაავადებით უკვდება, გირეკავს და გეუბნება...“ - ნუგზარ სულაშვილის შოკის მომგვრელი პოსტი
საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ამბავზე წერს. ამბობს, რომ კაცს, რომელსაც შვილი უკვდება, საფრანგეთში წასვლასთან ერთად მისი კარიერის დანგრევაზე ღელავს.
„კაცს, რომელსაც შვილი, მძიმე დაავადებით უკვდება, გირეკავს და გეუბნება - საფრანგეთში, რომ ჩავბარდე, ჩემს კარიერას ხომ არაფერი შეეხებაო?
ასეთი კაცი მამად არ არის დაბადებული! ასეთი კაცი უკანასკნელი ნაძირალაა! ასეთ კაცს ტოვებენ შვილები და ზეცაში მამაზეციერს ჰბარდებიან, რადგან უამბონ, მისგან გაჩენილი კაცები თიხისგან კი არა, ნაგვისგან რომ გამოიძერწნენ“, - წერს ნუგზარ სულაშვილი.